Skip to main content

Posts

ტრენინგის რეფლექსია

ტრენინგი საკმაოდ შრომატევადი და დახუნძლული იყო ისეთი მნიშვნელოვანი სასკოლო გამოწვევებით, რომელიც ფუნდამენტურია დღევანდელი სკოლების ეფექტურად მუშაობისათვის და მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობისათვის სასწავლო პროცესში. მივიღეთ და განვიმტკიცეთ სასარგებლო უნარები: პროეტების წერა და მასზე ყველა წესის დაცვით მუშაობის გამოცდილება. საჭირო და სასარგებლო მასალებზე წვდომის შესაძძლებლობა გაკეთდა საინტერესო პრეზენტაციები. კვალიფიციურ და სასიამოვნო ტრენერთან მუშობით მიღებული იმედიანი და თანამშრომლობითი პროცესი. მადლობა მარი!
Recent posts

მეექვსე დღის რეფლექსია

დრეს გავერკვიე დიფერენცირებული სწავლების საკითხებში, რომელიც ვფიქრობ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვაში.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღე მეხუთე: 1. საავტორო უფლებები და პირობები; 2. ძიება ინტერნეტით, საავტორო უფლებების გათვალისწინებით; 3. ბუკლეტის დასრულება და ატვირთვა; 4 დღის რეფლექსია:

მეოთხე დღის რეფლექსია

დღე მე-4 ... დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე, რომელშიც იყო შემდეგი ძირითადი პუნქტები: 1. ჩემ მიერ არჩეული თემისათვის კითხვების ჩამოყალიბება და შერჩევა; 2. შეფასების სტრატეგიების დაგეგმვა თითოეული ეტაპისთვის: დასაწყისი, მიმდინარეობის და ფინალისათვის. 3. ბუკლეტზე მუშაობა; 4. სხვა მნიშვნელოვანი საკითხები: თემატური საკითხების დათვალიერება, რესურსების შერჩევა, საავტორო უფლებების დაცვა, კოლეგებთან გამოცდილების გაზიარება, კომენტირება. 

მესამე დღის რეფლექსია

მესამე დღე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო პროექტების წერის და დაგეგმვის სფეროში მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხების კვლევა-ძიების კუთხით. პროექტზე მუშაობის შრომატევად ორომტრიალში განვიხილეთ და გავარჩიეთ: 1. პროექტის ესგ-სთან შესაბამისობის დადგენა, ncp.ge საიტის გამოყენებით. 2.საკვანძო სიტყვების და ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების სინთეზი და ანალიზი. 3. ვიმუშავეთ წყვილებში კონკრეტულ მაგალითებზე; 4. გაკეთდა პრეზენტაცია და უკუკავშირი.